შემოგვიერთდი და შექმენი მარტივი გადახდების გამოცდილება ფიზიკურ და ციფრულ გარემოში

ინტერნეტ გადახდის მისაღებად საჭიროა

1. ინტერნეტ მაღაზია

2. განაცხადის შევსება

3. დაინტეგრირება TPAY-ს სისტემასთან

ფიზიკურ გარემოში QR კოდით გადახდის მისაღებად საჭიროა

1. სავაჭრო წერტილი

2. განაცხადის შევსება

3. TPAY მობილური აპლიკაცია ან მაღაზიის QR კოდი

როგორ ხდება სავაჭრო წერტილში TPAY-ის გადახდის ინტეგრაცია

გამოიყენე TPAY-ის მობილური აპლიკაცია მობილური ტერმინალის ფუნქციით ან განათავსე შენი მაღაზიის QR კოდი და დაიწყე პროდუქციის გაყიდვა.

გაიგე მეტი
ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზია
გამზადებული CMS მოდულები
გადახდების მიღება QR-ით

გადახდის ტარიფები

ჩართვა და სააბონენტო - უფასო

თიბისის ბარათები სხვა ბანკის ბარათები
TPAY WEB 2%* 2.5%*
TPAY QR 1%* 2%*
*მინიმუმ 10 თეთრი

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა ავირჩიო TPAY გადახდა?

TPAY არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი გამარტივებული ინტეგრაციის საშუალებებით და მოქნილი გადახდის მეთოდებით. შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია სასურველი მომსახურების მარტივად მიღება ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში. TPAY ინტერნეტ და ფიზიკურ მაღაზიებს გადახდის მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

როგორ უნდა ჩავერთო TPAY-ში?

დარეგისტრირდები TPAY-ის სერვისზე და აგზავნი განაცხადს. TPAY-ის გუნდისგან იღებ შეთავაზებას საკომისიოს, ჩარიცხვის და სხვა პირობების შესახებ, ამასთან, ტექნიკური ინტეგრაციის დეტალებსაც. აწერ კონტრაქტს ხელს და მიიღებ გადახდის საშუალებას.

რა არის QR კოდი და ადვილია QR -ით გადახდის მიღება?

QR გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალებაა. QR კოდის გადახდისათვის შენ გჭირდება TPAY-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შეგყავს პროდუქტის/მომსახურების გადასახდელი თანხა და დაგენერირებულ კოდს უჩვენებ მყიდველს; ან დახლზე წარმოდგენილია მაღაზიის QR კოდი. TPAY-ის მომხმარებელი QR კოდს კითხულობს მობილური ტელეფონით და იხდის პროდუქტის ან სერვისის საფასურს.

გადახდა და ჩარიცხვა როგორ მიმდინარეობს?

გადახდა ხორციელდება მყისიერად. გეძლევა სტატუსის შემოწმების მრავალფეროვანი საშუალებები. თუ TPAY-ის მობილური აპლიკაციით ყიდი პროდუქტს, დასტურს იღებ ამავე აპლიკაციაში. დახლზე წარმოდგენილი მაღაზიის QR კოდის შემთხვევაში, ტელეფონზე იღებ გადახდის სტატუსს sms-ის მეშვეობით. ინტერნეტ გადახდის შემთვევაში TPAY სისტემა უზრუნველყოფს გადახდის სტატუსის დაბრუნებას გადახდისას. ამასთან, ნებისმიერი არხით გადახდის მიღებისას, TPAY-პორტალზე შეგიძლია ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნო ყველა გადახდას.რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე გადახდიდან ყოველ მომდევნო დღეს ხდება,მათ შორის, შაბათ-კვირასაც.