გამოიყენე TPAY-ის მობილური აპლიკაცია მობილური ტერმინალის ფუნქციით ან განათავსე შენი მაღაზიის QR კოდი და დაიწყე პროდუქციის გაყიდვა.
გაიგე მეტითიბისის ბარათები | სხვა ბანკის ბარათები | |
---|---|---|
TPAY WEB | 2%* | 2.5%* |
TPAY QR | 1%* | 2%* |
TPAY არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი გამარტივებული ინტეგრაციის საშუალებებით და მოქნილი გადახდის მეთოდებით. შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია სასურველი მომსახურების მარტივად მიღება ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში. TPAY ინტერნეტ და ფიზიკურ მაღაზიებს გადახდის მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
დარეგისტრირდები TPAY-ის სერვისზე და აგზავნი განაცხადს. TPAY-ის გუნდისგან იღებ შეთავაზებას საკომისიოს, ჩარიცხვის და სხვა პირობების შესახებ, ამასთან, ტექნიკური ინტეგრაციის დეტალებსაც. აწერ კონტრაქტს ხელს და მიიღებ გადახდის საშუალებას.
QR გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალებაა. QR კოდის გადახდისათვის შენ გჭირდება TPAY-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შეგყავს პროდუქტის/მომსახურების გადასახდელი თანხა და დაგენერირებულ კოდს უჩვენებ მყიდველს; ან დახლზე წარმოდგენილია მაღაზიის QR კოდი. TPAY-ის მომხმარებელი QR კოდს კითხულობს მობილური ტელეფონით და იხდის პროდუქტის ან სერვისის საფასურს.
გადახდა ხორციელდება მყისიერად. გეძლევა სტატუსის შემოწმების მრავალფეროვანი საშუალებები. თუ TPAY-ის მობილური აპლიკაციით ყიდი პროდუქტს, დასტურს იღებ ამავე აპლიკაციაში. დახლზე წარმოდგენილი მაღაზიის QR კოდის შემთხვევაში, ტელეფონზე იღებ გადახდის სტატუსს sms-ის მეშვეობით. ინტერნეტ გადახდის შემთვევაში TPAY სისტემა უზრუნველყოფს გადახდის სტატუსის დაბრუნებას გადახდისას. ამასთან, ნებისმიერი არხით გადახდის მიღებისას, TPAY-პორტალზე შეგიძლია ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნო ყველა გადახდას.რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე გადახდიდან ყოველ მომდევნო დღეს ხდება,მათ შორის, შაბათ-კვირასაც.