დარეგისტრირდი ტელეფონის ნომრით ან თიბისის ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით.
დაამატე ნებისმიერი ბანკის ვიზა ან მასტერქარდ ბარათი.
გადაიხადე მობილური აპლიკაციით სხვადასხვა მაღაზიაში, სადაც TPAY-ია.
შენ შეგიძლიაTPAY-ის სერვისით გადაიხადო, როგორც შენს ახლომდებარე მაღაზიაში, ასევე ქართულ ინტერნეტ სივრცეში, მაგალითად, კინოს ბილეთების შეძენისას. ამასთან, არ გჭირდება ყოველ ჯერზე ბარათის მონაცემების შეყვანა ან საფულეში ბარათების ძებნა. ნებისმიერი ბანკის ბარათებს თავს უყრი ერთ სივრცეში და მაღაზიაში გადაიხდი მარტივად, აპლიკაციის გამოყენებით, ხოლო ინტერნეტ მაღაზიაში TPAY-ის სერვისით.
ჩვენ ვიცით, რომ ისედაც ბევრი პაროლის დამახსოვრება გიწევს და ამიტომ, თუ უკვე თიბისის კლიენტი ხარ და ინტერნეტბანკით სარგებლობ, აღარ გჭირდება დამატებით ახალი პაროლის დამახსოვრება. მარტივად შეგიძლია, თიბისის ინტერნეტბანკის მომხმარებლით დარეგისტრირდე და შემდგომი შესვლისას გამოიყენო.
QR კოდი გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალებაა. QR კოდით გადახდისთვის გჭირდება TPAY-ის მობილური აპლიკაცია, სადაც მაღაზიის მიერ დაგენერირებულ კოდს კითხულობ მობილურით და გადახდის დასასრულებლად ირჩევ დამახსოვრებულ ბარათს. თუ მაღაზიის დახლზე წარმოდგენილია მაღაზიის QR კოდი, ამ შემთხვევაში გადასახდელ თანხას TPAY-ის აპლიკაციაში უთითებ.
TPAY-ის პროფილში მაღაზიებში გადახდის დეტალურ ამონაწერს ნახავ. ამასთან, გადახდის შესახებ შეტყობინებებს დარეგისრირებულ ტელეფონზე და ელ.ფოსტაზე მიიღებ.
ყველგან, სადაც მოცემულია TPAY-ის ლოგო